,,ოქროს ბიჭი აღარ არის... რამხელა ტკივილი ხარ..." - გურიაში ტრაგიკულად დაღუპული მეორე ბავშვის ვინაობა ცნობილია

იური

გურიაში, ტრაგიკულად დაღუპული მეორე არასრულწლოვანი მეშვიდე კლასელი იური გუჯაბიძეა.

ის სტიქიას სოფელ ჯიხანჯირში ემსხვერპლა.

,,ღამის 11 საათზე მოვარდა მეწყერი წუხელ. ეზოში ჰქონდათ დამხმარე ნაგებობა, "კუხნას" რომ ეძახიან, იქ ეძინა ბავშვს. უცებ მოხდა ყველაფერი. ვინ ელოდა ამ საშინელებას. დედ-მამა და ოჯახის სხვა წევრები ძირითად სახლში იყვნენ ეტყობა. ის დამხმარე სახლი ჩაიტანა მეწყერმა...", - გვითხრა ადგილობრივმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა, გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში სამი ცხედარი იპოვეს, მათ შორის ორი მოზარდის.

ტრაგედია დატრიალდა ჯუმათშიც. მოვარდნილმა ღვარცოფმა მამას ხელიდან გასტაცა 11 წლის თორნიკე ჩხარტიშვილიც.

ამ ეტაპზე, სტიქიის ზონიდან უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 50-მდე მოქალაქე.

გურიის რეგიონში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფებიდან მობილიზებულია როგორც ცოცხალი ძალა, ასევე მძიმე ტექნიკა, მცურავი საშუალებები და კინოლოგთა ჯგუფი. სტიქიის ზონაში მონიტორინგი სპეციალური დრონებით მიმდინარეობს.

ასევე ნახეთ:

„ჩემო ბუთქუჩა თოკო... ბავშვი ღვარცოფმა მამას ხელიდან გასტაცა“ - ახლობლები ტრაგიკულად დაღუპულ ბავშვს გლოვობენ

„ვაი, შენს დედას... რას ვხედავ ამას“ - ტრაგიკულად დაღუპულ მოზარდს გლოვობენ

VIDEO: ძლიერი წვიმის შედეგად რუსთავის ქუჩები დაიტბორა - კადრები ადგილიდან