1762805268
ონში თერთმეტი ჩიხის და ტაბიძის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ქალაქ ონში თერთმეტი ჩიხის და ტაბიძის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილთან დაvმოადგილეებთან ერთად, დაათვალიერა ქალაქში ჩიხების სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობა და შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლისგან მიიღო ინფორმაცია მიმდინარე პროცესების შესახებ.
პროექტი სრულად არის მორგებული მოსახლეობის მოთხოვნებსა და საჭიროებებზე, რაც მიზნად ისახავს მათთვის უფრო კომფორტული და უსაფრთხო გარემოს შექმნას.
მიმდინარე სამუშაოების ჯამური ღირებულება 174 200 ლარს შეადგენს.











