1692302192
ლევან მაჭავარიანი: კითხვებს ბადებს ის, რომ საფრანგეთის ელჩის „ენჯეოების“ წარმომადგენლებთან შეხვედრა მოხდა რაღაც ბინაში და არა საელჩოში, საინტერესოა, რა კომენტარს გააკეთებს თავად საელჩო
კითხვის ნიშნებს ბადებს ის, რომ საფრანგეთის ელჩის „ენჯეოების“ წარმომადგენლებთან შეხვედრა მოხდა რაღაც ბინაში და არა საელჩოში, საჯაროდ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მაჭავარიანს კითხვა დაუსვეს გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ საფრანგეთის ახალი ელჩი ოლივიე კურტო, 15-მდე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს ერთ-ერთი საცხოვრებელ ბინაში ფარულად შეხვდა.
როგორც მაჭავარიანმა აღნიშნა, აღნიშნული კარგ შთაბეჭდილებას არ ტოვებს, თუმცა უნდა დაველოდოთ, რა კომენტარს გააკეთებს საელჩო.
„რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გარკვეულ კითხვის ნიშნებს აჩენს. მოგეხსენებათ, ეს საფრანგეთის ახალი ელჩია და თავს შევიკავებთ კომენტარების გაკეთებისგან. იქიდან გამომდინარე, რომ ის ახალი ელჩია, რომელიც ჩამობრძანდა საქართველოში, იმედს ვიტოვებთ, არ გავა ვენის კონვენციის ფარგლებიდან. საინტერესოა, ამასთან დაკავშირებით, რა კომენტარს გააკეთებს თავად საელჩო. რა ინფორმაციაც გავრცელდა, რომ ოპოზიციის და „ენჯეოს“ წარმომადგენლებთან შეხვედრა ბინაში მოხდა, კარგ შთაბეჭდილებას არ ტოვებს, თუმცა, მოდით, დაველოდოთ საელჩოს განცხადებას. საინტერესო იქნება, რა კომენტარს გააკეთებს უშუალოდ ელჩი და საელჩო ამ შეხვედრასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.











