პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ - გიორგი ნოდარიშვილმა, არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლებრივი დახმარების ცენტრის „უფლებები საქართველოს“ წარმომადგენელთან - ანა ჯელაძესთან, სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა, გენდერული და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხადაჭერაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამართლებრივი დახმარების ცენტრი, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის მოსახლეობას უფასოდ გაუწევს მომსახურებას.
პროექტის მიზანს წარმოადგენს გენდერული და ოჯახში ძალადობის პრევენცია და მსხვერპლთა მხარდაჭერა.
პროექტის ფარგლებში, ქალებს გაეწევათ უფასო სამართლებრივი კონსულტაციები, მოხდება ქალთა ფსიქო-სოციალური და ეკონომიკური მხარდაჭერა და გაძლიერება, წარიმართება მუშაობა საკანონმდებლო, პოლიტიკურ, პროგრამულ და საბიუჯეტო მექანიზმების გაუმჯობესებაზე, ჩატარდება კვლევები მოსახლეობის საჭიროებებსა და დამოკიდებულებებზე გენდერული თანასწორობისა და უსაფრთხოების საკითხების შესახებ.
შეხვედრას ესწრებოდნენ რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელი ონში - ირმა ჩიხრაძე და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები, მერის პირველმა მოადგილემ - გიორგი ნოდარიშვილმა, სამართლებრივი დახმარების ცენტრის წარმომადგენელს ანა ჯელაძეს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ცნობიერების ამაღლების მიზნით, მნიშვნელოვანია მსგავსი შეხვედრების ჩატარება და წარმომადგენლებს დაავალა ადმინისტრაციულ ერთეულებში აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების უზრუნველყოფა.