პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ - გიორგი ნოდარიშვილმა, მოადგილე - ლევან შერაზადიშვილთან ერთად, ააიპ “საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი“-ს სოფლის ექიმების პროგრამის ხელმძღვანელს - მინდია ღლონტს უმასპინძლა.
სოფლის ექიმის სახელმწიფო პროგრამას, რომლის მიზანი სოფლად პირველადი ჯანდაცვის სერვისების განვითარება და მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა, ააიპ “საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი” მართავს
აღნიშნულ შეხვედრას ააიპ “საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი“-ს მართვაში გადასული სოფლის ექიმები და ექთნები ესწრებოდნენ, შეხვედრა საინფორმაციო ხასიათის იყო და კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.სოფლის ექიმების პროგრამის ხელმძღვანელმა - მინდია ღლონტმა, არსებული ვითარება შეაფასა და სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობაზე, ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციასა და ჯანდაცვის ხარისხის გაუმჯობესებაზე ისაუბრა. ასევე, ექიმებს გონივრული გრაფიკის შემუშავება სთხოვა.
შეხვედრის დასასრულს მერის პირველმა მოადგილემ - გიორგი ნოდარიშვილმა მედიკოსებს მადლობა გადაუხადა მაღალი პროფესიული პასუხისმგებლობისთვის და იმ საქმიანობისთვის, რასაც პირნათლად ემსახურებიან.