1747078777
ოკუპირებულ აფხაზეთში, ქალაქ სოხუმში სანაპიროს ერთ-ერთი მონაკვეთი ჩაინგრა

ოკუპირებულ აფხაზეთში, ქალაქ სოხუმში სანაპიროს ერთ-ერთი მონაკვეთი ჩაინგრა.
"აიაშარას" ცნობით, დროებით შეჩერებულია არშბას ქუჩისა და მოჰაჯირების სანაპიროს კვეთაზე მოძრაობა.
"დაგეგმილია ძველი კოლექტორის სრულად ჩანაცვლება 800 მმ დიამეტრის წვიმის წყლის სადრენაჟე მილით და ახალი ასფალტის დაგება",- აცხადებენ სოხუმის ე.წ.ადმინისტრაციაში.