1785180731
ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების საფრთხე გამოცხადდა
ოკუპირებულ აფხაზეთში უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის საფრთხე გამოცხადდა, - ინფორმაციას რუსული მედია აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„საჰაერო თავდაცვის ძალები და შეიარაღებული ძალების მორიგე ქვედანაყოფები საჰაერო სივრცეს აკონტროლებენ“, - აცხადებენ ე.წ. „სამინისტროში“.











