ახალშობილის მკვლელობის მცდელობა - უმძიმესი დანაშაულის ახალი დეტალები
1772053251
რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ ქალაქის საჯარო სკოლების დირექტორებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
შეხვდრაზე, სკოლებში დაგეგმილი და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს.
„დირექტორებთან და პედაგოგებთან შეხვედრაზე, იმ პროექტებზე ვისაუბრეთ, რომლებსაც საჯარო სკოლებში განვახორციელებთ. სასკოლო ინფრასტრუქტურა, მაქსიმალურად მოწესრიგებული და თანამედროვე უნდა იყოს. ჩვენს ქალაქში რამდენიმე ახალი სკოლის მშენებლობაა დაგეგმილი, რომელთა პროექტებზეც, სამინისტროსთან ერთად, აქტიურად ვმუშაობთ.
ამ პროცესში, მნიშვნელოვანია, რომ თითოეული დეტალი, დირექტორებთან და პედაგოგებთან ერთად განვიხილოთ.“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
დღეისათვის, რუსთავში მე-6 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სკოლა 700 მოსწავლეზეა გათვლილი და მისი რეაბილიტაცია, 2026 წლის ზაფხულში დასრულდება. დაგეგმილია ახალი სკოლების მშენებლობაც. ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი რუსთავის N1, N2 და N16 საჯარო სკოლებში სამუშაოებს ეტაპობრივად დაიწყებს.
საჯარო სკოლების დირექტორებთან გამართულ შეხვედრას, რუსთავის მერის მოადგილეები, ინფრასტრუქტურის სამსახურისა და საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
ნინო ლაცაბიძემ შეხვედრაზე, რუსთავის განვითარების სტრატეგიაზე და იმ მასშტაბურ პროექტებზეც ისაუბრა, რომელთა განხორციელებაც, 2026 წლის განმავლობაშია დაგეგმილი.