1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
მთელი გულით მინდა ყველას აუხდეს გულით ნანატრი ეს ოცნება.ეს ყველაზე დიდი საჩუქარია უფლისგან.
არც ისე დიდი ხანია ოჯახი რომ შევქმენი მაგრამ, ჩემს გულში ნათქვამი მქონდა, რომ როცა ვიქნები ასე, მადლიანად ავიდოდი ტაძარში.
წინ კიდევ ბევრი რამე მაქ შესასრულებელი, მადლობა უფალს ყველაფრისთვის, - ასეთი რწმენით და იმედით გადიან გზას ფეხით მომლოცველები წაჩხურუს ტაძრამდე.
წაჩხურობის დღესასწაულზე ტარდება სპეციალური წირვა უშვილოებისთვის, მათ ლოცვებში იხსენიებენ და წყვილები ეზიარებიან. გარდა მთხოვნელებისა, ამ დღეს ტაძარს ბევრი მადლიერი ადამიანიც სტუმრობს.
ცნობილია, რომ წაჩხურობას წარმართული დღესასწაული უდევს საფუძვლად, რომელიც შემდეგ მცირედი სახეცვლილებით ქრისტიანულ კულტურას შეერწყა. დღესასწაულზე სოფელ წაჩხურში ყველა ოჯახში საგანგებოდ იშლება სუფრა, ყველა ადამიანს შეუძლია, ნებისმიერ ეზოში შესვლა და დაპურება. ითვლება, რომ ვინც მეტ სტუმარს უმასპინძლებს, მადლი იმ ოჯახზე გადმოვა. წაჩხურობის დღესასწაული ერთ-ერთი საინტერესო და გამორჩეულია უძველეს ქართულ დღესასწაულებს შორის, რომელმაც დღემდე მოაღწია.
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოს წაჩხურუს მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში, აღდგომის შემდეგ ხუთშაბათს, ბრწყინვალე შვიდეულში, დღესასწაული „წაჩხურობა“ აღინიშნება.