1732386875
როდის ჩატარდება წელს წაჩხურობა
წაჩხურობის დღესასწაული სამეგრელოში, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ წაჩხურის მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში ყოველწლიურად აღინიშნება, აღდგომის მომდევნო კვირაში, ბრწყინვალე შვიდეულის ხუთშაბათს. წელს წაჩხურობა 20 აპრილს აღინიშნება.
დღევანდელი ტაძრის ადგილას VII საუკუნის ეკლესია მდგარა, თუმცა ჩვენამდე მხოლოდ განახლებულმა, XVIII საუკუნის ტაძარმა მოაღწია.
წაჩხურობას მთავარანგელოზის ეკლესიაში უშვილო წყვილები მთელი საქართველოდან მიდიან მოსალოცად და წაჩხურის მთავარანგელოზის ხატს წყალობას შესთხოვენ. მომლოცველებს პატარა აკვნები (ზოგჯერ აკვანში თოჯინაც წევს) მიაქვთ ეკლესიაში.
წაჩხურობის დღესასწაულზე ტარდება სპეციალური წირვა უშვილოებისთვის, მათ ლოცვებში იხსენიებენ და წყვილები ეზიარებიან.