„მონასტერში წავიდა მეგონა... გაიპარა ფაქტობრივად“ - უკრაინის ომში ანსამბლ „ჩელას" ხელმძღვანელი ბუბა სორდია წავიდა

ბუბა

ზუგდიდში ანსამბლ „ჩელასა" და პატარა "ოდიელების" ხელმძღვანელი, სამოქალაქო აქტივისტი ბუბა სორდია, მეგობარ პოეტ თემურ ელიავასთან ერთად უკრაინაში მეორე დღეა იმყოფება.

ბუბას ამ გადაწყვეტილების შესახებ მისმა მეუღლემ, ლიკა ყურაშვილმა მისი წასვლის შემდგომ გაიგო.

„ვიცოდი, რომ სურვილი ჰქონდა წასვლის,მაგრამ არ ვიცოდი,რომ მიდიოდა. მე მონასტერში წავიდა მეგონა იმ საღამოს და გაიპარა ფაქტობრივად.

მომწერა მშვიდად ვართო და მორჩა,მას მერე მეტი არაფერი არ მოუწერია",-უთხრა "პრაიმტაიმს" ლიკა ყურაშვილმა.

ბუბას და თემოს უკრაინაში წასვლის შესახებ მათმა მეგობრებმა მეორე დღეს გაიგეს.

ისინი უკრაინაში მოქმედ მოხალისეთა ბატალიონს - „ქართული ლეგიონს" შეურთდნენ.

"მათგან ეს ნაბიჯი არ გაგკვირვებია. პატრიოტი ბიჭები არიან.ბუბას 4 მცირეწლოვანი შვილი ყავს, თემურსაც 3. აქ ჩვენ ყურადღებას არ მოვაკლებთ მათ შვილებს",-გვითხრეს ახალგაზრდების მეგობრებმა.