36 ადამიანის საკვებით მოიწამლა - სურსათის ეროვნულმა სააგენტომ "ფუდ გალერის" საწარმოო პროცესი შეუჩერა
1779445140
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერსა და სოფელ ყარსგურში საჯარო სკოლების მშენებლობას ასრულებს. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
დასრულებული სამუშაოები ადგილზე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, ქვარა ჩართოლანმა დაათვალიერა.
სოფელ ჭუბერსა და სოფელ ყარსგურში ახალი საჯარო სკოლები 150 მოსწავლეზეა გათვლილი. პროექტის ფარგლებში, საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოეწყო თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საკლასო ოთახები, ბიბლიოთეკა, სპორტული დარბაზი და კეთილმოეწყო მიმდებარე ტერიტორია.
აღსანიშნავია, რომ განახლებული შენობები სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.