პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
გურჯაანში მსუბუქ ავტომობილს სატვირთო მატარებელი დაეჯახა, დაშავებულია ახალგაზრდა ცოლ-ქმარი.
შემთხვევა სოფელ ჭანდართან, გუშინ საღამოს, იმ დროს მოხდა, როცა ავტომანქანა ლიანდაგზე გადასვლას ცდილობდა. მანქანაში მყოფი, 35 წლამდე ასაკის ცოლ-ქმარი, გურჯაანის ჯეო ჰოსპიტალსში გადაიყვანეს.
ჯეო ჰოსპიტალსის დირექტორის გელა ორველაშვილის განმარტებით, დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა.
„შემოიყვანეს ორი დაშავებული, ახალგაზრდა ცოლ-ქმარი. ქალს ჰქონდა ხელის მოტეხილობა, ჩაუტარდა ამბულატორიული მკურნალობა და გავწერეთ. რაც შეეხება მამაკაცს, მისი მდგომარეობა მძიმეა. ჩაუტარდა მრავლობითი ოპერაციები და ამ დროისთვის რეანიმაციაში იმყოფება,“ - განაცხადა ორველაშვილმა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.