მძიმე ავარია გურჯაანი-ბაკურციხის ცენტრალურ გზაზე - ვითარება ადგილზე

avaria

ავტოსაგზაო შემთხვევა გურჯაანი-ბაკურციხის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე.

შემთხვევა ცოტა ხნის წინ, სოფელ ჩუმლაყთან მოხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს მერსედესისა და ფიატის მარკის ავტომობილები შეეჯახა.

შეჯახების შედეგად, დაშავდა რამდენიმე ადამიანი, რომლებიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გურჯაანის საავადმყოფოში გადაიყვანა.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

ავარიის სავარაუდო მიზეზად, გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება.