მარნეულის სპორტული სკოლის ორგანიზებით, კრივში, „ღია რინგი“ გაიმართა

მარნეულის სპორტული სკოლის ორგანიზებით,  კრივში,  "ღია რინგი" გაიმართა.

მარნეულის სპორტული სკოლის ორგანიზებით,  კრივში,  "ღია რინგი" გაიმართა.

მიმდინარე წლის 2 თებერვალს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოს სპორტულ ცენტრში, სპორტული სკოლის ორგანიზებით გაიმართა "ღია რინგი" კრივში.  

ჩემპიონატი გაიმართა  სხვადასხვა ასაკობრივ და წონით კატეგორიაში, სადაც მონაწილეობა მიიღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის კრივის წრის აღსაზრდელებმა, ასევე გუნდებმა, თბილისიდან, რუსთავიდან და გარდაბნიდან, სპორტსმენებს გადაეცათ დიპლომები. აღნიშნული ღონისძიება დაგეგმილი იყო  კრივის პოპულარიზაციისთვის.  ღია რინგის ფორმატი ხელს უწყობს კრივის მიმართ დაინტერესების გაზრდას, რაც დადებითად აისახება ამ მიმართულებით  ახალი თაობის სპორტსმენების მომზადებაზე.