მარნეულელი სალომე ხარშილაძე, მშვილდოსნობაში, საქართველოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია

მარნეულელი სალომე ხარშილაძე, მშვილდოსნობაში,  საქართველოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია

თბილისში, მშვილდოსნობის სასროლეთზე გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე, რომელიც 70 მეტრ დისტანციაზე ჩატარდა დიდებს შორის, მარნეულელმა სპორტსმენმა სალომე ხარშილაძემ წარმატებით იასპარეზა და მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა!

ჩემპიონატი საქართველოს მშვილდოსნობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებითა და საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა.

ტურნირს ესწრებოდნენ და გამარჯვებულები დააჯილდოვეს  საქართველოს მშვილდოსნობის ეროვნული  ფედერაციის პრეზიდენტმა  სიმონ ნოზაძემ, ფედერაციის ვიცე პრეზიდენტმა ხათუნა ნარიმანიძემ, მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის დირექტორმა და ფედერაციის ვიცე პრეზიდენტმა, მამუკა ნავერიანმა, აჭარის მშვილდოსნობის ფედერაციის პრეზიდენტმა  ლადო ბოლქვაძემ და საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტის წარმომადგენელმა  დავით ობოლაძემ.

აღსანიშნავია, რომ სალომე ხარშილაძე საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებთან ერთად გაემგზავრა მსოფლიო თასის III ეტაპზე, რომელიც ანტალიაში 4-8 ივნისს გაიმართება!