1749042430
პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 8 პირი დააკავა

პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 8 პირი დააკავა, - ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, დანაშაულები 20-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოსა და დეტექტივების (ოპერატიული) მთავარი სამმართველოს, დიდუბე-ჩუღურეთის, გლდანი-ნაძალადევისა და ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით 8 პირი დააკავეს.
დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალების და ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანის“ უკანონო შეძენა-შენახვის, გასაღების, გასაღების მცდელობის და გასაღების მომზადების ბრალდებით, 2002 წელს დაბადებული ლ.ჭ., 1975 წელს დაბადებული ი.დ., წარსულში ნასამართლევი პირები, 1989 წელს დაბადებული შ.ჯ., 2006 წელს დაბადებული გ.კ., 1983 წელს დაბადებული ე.ა. და უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 1997 წელს დაბადებული მ.ა., 2001 წელს დაბადებული ე.დ., 1999 წელს დაბადებული მ.ფ. დააკავეს.
დანაშაულები 20-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე განახორციელა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად და ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მათ მიერმითითებული ლოკაციებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ განთავსებულინარკოტიკული საშუალებები „ჰეროინი“ ,,ალფა-პვპ" „გამომშრალი მარიხუანა“ და „მეთადონი“.საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ, ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, ელექტრო სასწორი, პოლიეთილენის ჩამკეტიანი პარკები და ფული.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე ტერცია, 261-ე, 18-260-ე ტერცია, 19-260-ე ტერცია და 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.