კიოლნში აღმოჩენილი მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბების გამო, ქალაქიდან 20 000 ადამიანი ევაკუირებულია

კიოლნში აღმოჩენილი მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბები

კიოლნში აღმოჩენილი მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბების გამო, ქალაქიდან 20 000 ადამიანი ევაკუირებულია. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ წერს.

გერმანიის ერთ-ერთ უდიდეს ქალაქ კიოლნში, მეორე მსოფლიო ომის დროინდელი სამი ბომბი აღმოაჩინეს.

ორი ერთ ტონას იწონიდა, ერთი კი, ნახევარ ტონას. ბომბების განეიტრალების ოპერაცია ქალაქში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია. სახიფათო ზონიდან ევაკუირებულია 58 სასტუმროს, მერიის, სარკინიგზო სადგურის, მუზეუმების, სკოლების, ერთი საავადმყოფოს და ორი მოხუცებულთა თავშესაფარის პერსონალი და ბინადრები.

„ევაკუაცია არის ყველაზე მასშტაბური ღონისძიება მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ. ყველა ჩართული მხარე იმედოვნებს, რომ განეიტრალება დღის განმავლობაში დასრულდება“, – აღნიშნულია კიოლნის მერიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.