ლენტეხში მჟავე წყლის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები დასასრულს უახლოვდება

ლენტეხი

ლენტეხის მუნიციპალიტეტში მჟავე წყლის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები დასასრულს უახლოვდება.

მიმდინარე სამუშაოები ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა, გია ონიანმა,  ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელთან, ლევან ლიპარტელიანთან ერთად ერთად დაათვალიერა.

პროექტის ფარგლებში, მოეწყობა კოშკი-მაჩუბით, გაკეთდება ალაყაფის კარი, კეთილმოეწყობა სკვერი, ავტოსადგომი, საპირფარეშოები, ფანჩატური-მოსასვენებელი ადგილი და გამწვანდება მიმდებარე ტერიტორია. 

პროექტი 2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა, რომლის ღირებულება 1 200 000 ლარს შეადგენს.