ლენტეხის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს

ლენტეხი

ლენტეხის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს.

ამ ეტაპზე სოფლებში: ყარიში, მაცხვარლამეზური, გულიდა, ლასკადურა და ბაბილში  მიმდინარეობს შიდა სასოფლო გზაზე ბეტონის საფარის დაგება.

პროექტის სახელშეკრულებო ღირებულებაა 438, 888 ლარი.  სამუშაოები  რეგიონული განვითარების ფონდიდან ხორციელდება, რომელსაც შ.პ.ს ,,ბილტმორი’’ ასრულებს.

გზების მობეტონების სამუშაოებს  რაჭა-ლეჩხუმ, ქვემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე ლევან ზალკანიანი, სამხარეო ადმინისტრაციის სამსახურის ხელმძღვანელი ლევან ცხვედიანი, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ბერდია ჩანქსელიანი და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი ლევან ლიპარტელიანი ადგილზე გაეცნენ.

პროექტი, რომლითაც 2320 მეტრზე, შიდა სასოფლო გზების რკინა-ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები ხორციელდება, გადაადგილების უსაფრთხოების თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესია მოსახლეობისთვის.

პროექტი გარდამავალია და ის მომავალ წელს დასრულდება.

შიდა საუბნო გზების კეთილმოწყობის სამუშაოები ეტაპობრივად მიმდინარეობს და მუნიციპალიტეტის ყველა სოფელს მოიცავს.

#არცერთისოფელიგზისგარეშე#მოწესრიგებულიინფრასტრუქტურა