ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გაზდელიანმა საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს საჩუქრები გადასცა

ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გაზდელიანმა საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს საჩუქრები გადასცა.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გაზდელიანმა საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს საჩუქრები გადასცა.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ბაგა-ბაღების გაერთიანებამ  ახალი სათამაშოები შეიძინა, რომლებიც სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფზეა მორგებული და მიზნად ისახავს ბავშვების შემოქმედებითი და შემეცნებითი უნარების განვითარებას.

მუნიციპალიტეტი მუდმივად ზრუნავს საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და ხარისხიანი საგანმანათლებლო გარემოს შექმნაზე.

„ჩვენი მიზანია, თითოეული პატარა გაიზარდოს უსაფრთხო, თბილ და მეგობრულ გარემოში. განვაგრძობთ ბაღების კეთილმოწყობისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაძლიერების პროცესს,“ – აღნიშნა მერმა.

საჩუქრების გადაცემის პროცესში მონაწილეობა მიიღეს ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილე მარადი ლიპარტელიანმა, საკრებულოს თავმჯდომარე დავით პირველმა და ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორმა ცირა ლიპარტელიანმა.