კარგი სიახლე მერიისგან - ნახეთ, რომელი მიმართულებით დაემატა ახალი მარშრუტი
1771585722
სსიპ „ბათუმის ბულვარი“-ს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ლაშა მიქელაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ანგარიშით წარსდგა.
ახალმა ხელმძღვანელმა კომიტეტის წევრების წინაშე, ბათუმის ბულვარის 2021 წლის საქმიანობის ანგარიში, კერძოდ კი მწვანე საფარის მოვლის, ბულვარის ინფრასტრუქტურული მართვის, ქონების განკარგვისა და ბიუჯეტით გათვალისწინებული რიგი ღონისძიებების შესახებ ისაუბრა.
კომიტეტის სხდომაზე, ლაშა მიქელაძემ გასული წლის ანგარიშის პარალელურად, 2022 წლის მიმდინარე საქმიანობის ანგარიში წარადგინა, რომლის დროსაც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბათუმის ბულვარის განაშენიანების გეგმის დასრულებულ დოკუმენტს და ტურისტული სეზონის მზადების კუთხით განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებს. სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.