პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ბათუმის ბულვარის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ლაშა მიქელაძემ ბულვარში გამწვანებისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებით არსებული სამუშაოები დაათვალიერა. ახალ ხელმძღვანელს შესრულებული სამუშაოების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მოადგილეებმა და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა მიაწოდეს.
მებაღეების სამუშაოების გაცნობის შემდეგ ლაშა მიქელაძემ სანაპირო ზოლზე განთავსებული საპლაჟო ინფრასტრუქტურა და ადაპტირებულ პლაჟი მოინახულა, სადაც დასაქმებულ ინსტრუქტორებს და ადაპტირებული პლაჟის სტუმარს გიგა სოფრომაძეს შეხვდა, რომელიც თბილისის მუნიციპალიტეტის მერის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს აღმასრულებელი მდივანია.
„წელს ბათუმის ბულვარში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება იგეგმება, მათ შორის კიდევ ერთი ადაპტირებული პლაჟის მოწყობა უკვე ახალ ბულვარში, ასევე სკეიტ და როლერ პარკის მოწყობა, საბავშვო მოედნის და ვეტერანთა კლუბის სრული რეაბილიტაცია. აღნიშნული პროექტები კიდევ უფრო გაზრდის ბულვარის ვიზიტორების სერვისებზე ხელმისაწვდომობას და კმაყოფილებას, რაც ჩვენი უმთავრესი ამოცანაა“ - აცხადებს ლაშა მიქელაძე.
მისი თქმით, ამ მიმართულებით მუშაობა მომავალშიც ინტენსიურად გაგრძელდება.