პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ხანძარია. სოფელ ნინიგორის მთებში, ალპურ ზონასთან, ცეცხლის კერა გამოჩნდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, დაკვამლიანება უკვე შეინიშნება, თუმცა რა ფართობზეა ხანძარი, ამ დროისათვის უცნობია.
სოფლიდან უკვე დაუკავშირდნენ სახანძრო-სამაშველო სამსახურს და ხანძრის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. შემთხვევის ადგილზე მეხანძრე-მაშველები და სატყეო სამსახურის თანამშრომლები უკვე მიდიან.
სოფელ ნინიგორში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის, ზვიად შარიქაძის განმარტებით, სოფლიდან ხანძრის კერამდე მისვლა მხოლოდ ფეხით ან ცხენებით არის შესაძლებელი.
,,პრაიმტაიმი" დამატებით ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში არკვევს.