კრიშტიანუ რონალდუს თქმით, გარდაცვლილი ახალშობილი ვაჟის ფერფლს სახლში ინახავს

კრისტიანო

კრიშტიანუ რონალდუმ რამდენიმე თვის წინ სოციალურ ქსელებში გულშემატკივრებს სამწუხარო ამბავი გაუზიარა: კრიშტიანუსა და მისი პარტნიორის, ჯორჯინა როდრიგესის ახალშობილი ვაჟი გარდაიცვალა. მანამდე კრიშტიანუმ ფანებს ახარა, რომ ის და ჯორჯინა ტყუპებს უკვე მეორედ ელოდნენ. სამწუხაროდ, ტყუპებიდან ვაჟი გარდაიცვალა, რის შესახებაც წყვილმა ინფორმაცია თავად გაავრცელა.

ცოტა ხნის წინ მიცემულ ინტერვიუში კრიშტიანუ რონალდუმ ამ ტრაგედიის შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალშობილი ვაჟის გარდაცვალებამ თავის ოჯახზე დიდი გავლენა იქონია.

„ჩემი შვილის ფერფლი ჩემთანაა, ისევე როგორც მამაჩემის. ისინი აქ არიან, ჩემს სახლში. ეს სწორედ ისაა, რაც მთელი ცხოვრების განმავლობაში მინდა, თან მქონდეს და ოკეანესა თუ ზღვაში არ გადავაგდო", - განაცხადა ფეხბურთელმა.