66 000-ზე მეტ პირს დავალიანება გაუნულდება! - ნახეთ, ვის შეეხება ცვლილებები
1740253942
კახეთი პოლონურ - ქართულ საინვესტიციო ფორუმს მასპინძლობს. საინვესტიციო ფორუმი თელავში მიმდინარეობს.
საინვესტიციო პოტენციალის პოპულარიზაციისათვის კახეთის, იმერეთის, გურიის, რაჭა- ლეჩხუმ- ქვემო სვანეთის რეგიონების, ასევე, ზუგდიდისა და გორის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები არიან შეკრებილი.
ფორუმის მონაწილეებმა საკუთარი რეგიონებისა და მუნიციპალიტეტების საინვესტიციო შესაძლებლობებსა და პერსპექტივებზე, პრეზენტაციები წარადგინეს.
პოლონურ - ქართული საინვესტიციო ფორუმი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, პოლონეთის განვითარების ფონდების ორგანიზებით, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში ტარდება.
შეხვედრას ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე, მზია გიორგობიანი ესწრება