ლოცვა, რომელიც გიორგობას უნდა წაიკითხოთ
1732307043
გუშინ, კახეთში მომხდარი ქალის მკვლელობა ამ ადეიშვილის ხელისბიჭის კისერზეა - ამის შესახებ სოციალურ ქსელში "ხალხის ძალის" წევრი ზურაბ ქადაგიძე წერს.
როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, ამ საზარელ შემთხვევამდე, მკვლელმა მსხვერპლს და მსხვერპლის დედას 2 ოქტომბერს სასტიკად სცემა, პოლიციამ მყისიერად იმოქმედა და მკვლელი დააკავა, პროკურატურამ მოითხოვა მისი პატიმრობა, მაგრამ ნაძირალა წიკლაურმა, ნაცვლად იმისა, რომ დაესაჯა საშიში პირი და ციხეში გაეშვა, გარეთ გამოუშვა.
„კიდევ ერთ გამაოგნებელ ამბავს გიყვებით სასამართლოში ჩაბუდებული ნაც ზონდერ მოსამართლე მამუკა წიკლაურზე!
გუშინ, კახეთში მომხდარი ქალის მკვლელობა ამ ადეიშვილის ხელისბიჭის კისერზეა!!
ამ საზარელ შემთხვევამდე, მკვლელმა მსხვერპლს და მსხვერპლის დედას 2 ოქტომბერს სასტიკად სცემა, პოლიციამ იმოქმედა მყისიერად და მკვლელი დააკავა, პროკურატურამ მოითხოვა მისი პატიმრობა, მაგრამ.... ნაძირალა წიკლაურმა, ნაცვლად იმისა, რომ დაესაჯა საშიში პირი და ციხეში გაეშვა, გარეთ გამოუშვა.
ადეიშვილის ხელისბიჭის, მამუკა წიკლაურის გამაოგნებელი გადაწყვეტილების შემდეგ 1 კვირაში, მის მიერ გათავისუფლებულმა მოძალადემ ქალი იმსხვერპლა...
ახლა მივმართავ ხელისუფლებას, პარლამენტს, სახალხო დამცველს, იუსტიციის საბჭოს, მოსამართლეთა კორპუსს და საზოგადოებას - არათუ მოაშორეთ ეს კაცი სასამართლო სისტემას, არამედ დასაჯეთ საკადრისად, თორემ საზოგადოების რისხვას ვერ გადაურჩება!!!! - წერს ზურაბ ქადაგიძე Facebook-ზე.