„ახლა სად ხარ ლაშიკო? სულ მიყვარხარ ჩემო ცაო… ჩემო ლაშიკო“ – სალომე ბაკურაძის ემოციური პოსტი
1762026435
იტალიაში გარდაცვლილი ქართველი ემიგრანტი ქალი წარმოშობით ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლიდანაა.
38 წლის ნანიკო სირაძის მეგობრების ინფორმაციით, სირაძე წლების განმავლობაში ქალაქ მილანში ცხოვრობდა და მუშაობდა.
ბოლო პერიოდში ემიგრანტი ქალი მძიმე სენს ებრძოდა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, სამსახურის დატოვებაც კი მოუწია. ოჯახის წევრებმა ცხედრის საქართველოში გადმოსვენების პროცედურების დასაწყებად, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართეს.
ემიგრანტთა თემის წარმომადგენლები სოციალურ ქსელებში სირაძის ახლობლებს თანაგრძნობას უცხადებენ.