ირაკლი შიოშვილი სპეციალურად მოწყობილი ავტოტრანსპორტის მეშვეობით სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას ხვდება

სიღნაღი

კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, ირაკლი შიოშვილი და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი, ალექსი ფიცხელაური სოფელ აწყურში, სოფლების ზემო ხოდაშნისა და აწყურის მცხოვრებლებს შეხვდნენ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილობრივებისგან არსებული საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს, მოსახლეობის მიერ ძირითად მოსაგვარებელ საკითხად საჯარო სკოლის ახალი სახურავით გადახურვა დასახელდა.

მოსახლეობასთან ერთობლივად, ღია სივრცეში შეხვედრის დასრულების შემდეგ, ასევე, შედგა ინდივიდუალურად შეხვედრა კაბინეტურ ფორმატში, სპეციალურად მოწყობილი ავტოტრანსპორტის მეშვეობით. კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის, ირაკლი შიოშვილის ინიციატივით რეგიონში ადმინისტრაციული ცენტრებიდან მოშორებით მდებარე სოფლებში, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, სახელმწიფო რწმუნებული პირადად ჩავა და შეხვდება ადგილობრივ მცხოვრებელებს, კაბინეტურ ფორმატში, სპეციალურად მოწყობლი ავტოსატრანსპორტო საშუალებით.

შეგახსენებთ რომ, კახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში და რეგიონში შემავალ მუნიციპალიტეტებში მოქალაქეთა მიღების დღედ განსაზღვრულია ყოველი კვირის სამშაბათი, ხოლო დამატებით გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, ირაკლი შიოშვილი პირადად ჩავა და ადგილზე არსებული საჭიროებების განსაზღვრისათვის, ადმინისტრაციული ცენტრებიდან მოშორებით მდებარე სამიზნე სოფლებში შეხვდება ადგილობრივ მცხოვრებლებს.