1753301989
ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ლენტეხი-ბავარის მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია

ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ლენტეხი-ბავარის მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია.
სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს სოფელ ბავარში ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ზვიად ლობჟანიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დავით პირველთან ერთად გაეცნო.
ძლიერმა წვიმამ ლენტეხის მუნიციპალიტეტში დააზიანა როგორც ცენტრალური, ასევე შიდა სასოფლო საავტომობილო გზები და სპორტული ინფრასტრუქტურა. ამ დროისთვის საავტომობილო მოძრაობა სრულად აღდგენილია ყველა მიმართულებით.
დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები მოკლე ვადებში, ეტაპობრივად განხორციელდება.