პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
გზების დეპარტამენტი გზებზე არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
,,შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 136-ე კილომეტრზე აღდგენილია 10 ტონამდე მასის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია.
შეგახსენებთ, რომ დღეს, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მდ. ჭანჭახმა ხიდის ბურჯი დააზიანა; ხიდის სავალ ნაწილზე გაჩნდა ბზარები, რის გამოც დროებით აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა", - აცხადებენ გზების დეპარტამენტში.