ამას არავინ ელოდა! - ,,პრაიმ ჰაუსში" ორი მონაწილე ბრუნდება

რეალით შოუში „პრაიმ ჰაუსი“ ორი მონაწილე ლიზა ქონიაძე და როიალ გოდვინი ბრუნდებიან. ისინი ე.წ. თავისუფალი მოთამაშეები იქნებიან. იცხოვრებენ სახლში, მონაწილეობას მიიღებენ „ჩელენჯებში“, მაგრამ გამარჯვებისთვის „არ იბრძოლობენ“.

„როცა დამირეკეს დავიძაბე. მეგონა ისე ვერთვებოდი, როგორც მოთამაშე. თუმცა, შემდეგ მითხრეს, რომ თავისუფალი მოთამაშე ვიქნებოდი. რაც იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ და მხოლოდ ვიცხოვრებდი იქ და ჩელენჯებში მივიღებდი მონაწილეობას. ეს ძალიან გამიხარდა. თავიდან არ დავთანხმდი და როიალთან გადავამოწმე. მივხვდი, რომ ამ შემოთავაზებას როიალიც თანხმდებოდა. ამიტომ, გავბედე თამამად დაბრუნება. მარტო იმიტომ, რომ ძალიან მომეწონა გარემო, მეგობრები, გულშემატკივარი,“- ამბობს ლიზა ქონიაძე „პრაიმტაიმთან“ საუბრიას

.