1743366857
გორის მუნიციპალიტეტმა სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს თანამედროვე ავტობუსები გადასცა

საქართველოსა და ქვეყნის ფარგლებს გარეთ უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილებისთვის, გორის მუნიციპალიტეტმა სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს თანამედროვე ტიპის ავტობუსები გადასცა.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სპორტულ წრეებში ჩართულ როგორც მოზარდებს, ასევე მათ მწვრთნელებს შეხვდნენ. მათ სპორტის განვითარებისა და ჯანსაღი ცხოვრების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.