გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით ახალგაზრდებისთვის კიდევ ერთი პროექტი იწყება

გორის მერია

გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით ახალგაზრდებისთვის კიდევ ერთი პროექტი იწყება. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი თქმით, მერიასთან თანამშრომლობით, ასოციაცია ,,ჰერა XXI" პროექტ ,,ახალგაზრდები ჯანსაღი მომავლისთვის" ფარგლებში ჯანსაღი ცხოვრების უნარ-ჩვევების შესახებ საინფორმაციო სესიების ჩატარებას გეგმავს.

ასევე, პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 14 -დან 24 წლამდე ახალგაზრდებს. სესიები ჩატარდება გორში, აგვისტოდან ოქტომბრის ჩათვლით.

„მსურველებმა 25 აგვისტოს ჩათვლით უნდა შეავსონ აპლიკაცია -  პროექტის მიზანია, ახალგაზრდების საჭიროებებზე მორგებული არაფორმალური, საგანმანათლებლო ღონისძიებების საშუალებით მოზარდებსა და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების შესახებ ცნობიერების ამაღლება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.