გორის მუნიციპალიტეტის მერია 100%-იანი სახელმწიფო გრანტის მქონე სტუდენტებს დააჯილდოებს

მერია 100%-იანი სახელმწიფო გრანტის მქონე სტუდენტებს დააჯილდოებს

გორის მუნიციპალიტეტის მერია 100%-იანი სახელმწიფო გრანტის მქონე სტუდენტებს დააჯილდოებს.

ინიციატივა ეხება სკოლის 2024 წლის კურსდამთავრებულების ორ კატეგორიას:

გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების კურსდამთავრებულებს;
გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ (ბოლო 2 წელი ) იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც მოუწიათ საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტების ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა;
დაინტერესებულმა პირებმა გორის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინონ:

განცხადება;
პირადობის მოწმობის ასლი;
დაბადების მოწმობის ასლი;
ცნობა გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის შესახებ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან (რეესტრი);
სწავლის დამადასტურებელი ცნობა საჯარო ან კერძო სკოლიდან;
ცნობა სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან 100%-იანი სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების შესახებ;
საბანკო ანგარიშის ნომერი.
დევნილის სტატუსის შემთხვევაში, გორის მუნიციპალიტეტში ფაქტობრივი მისამართის შესახებ ცნობა უნდა წარმოადგინოთ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მცხეთა-თიანეთის, შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიული სამმართველოდან (ქ. გორი, სამების #1);
დოკუმენტაციის წარმოდგენა 2 ოქტომბრის ჩათვლითაა შესაძლებელი.

მერია წარმატებული სტუდენტების წახალისებას „საგანმანათლებლო, კულტურული და ახალგაზრდული ღონისძიებების წახალისებისა და დაჯილდოების 2024 წლის პროგრამის“ ქვეპროგრამის ,,სკოლის გარეშე განათლების ხელშეწყობა და დაფინანსება/თანადაფინანსების" ფარგლებში გეგმავს.

ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.