გიორგი ღურჯუმელიძე - ჩოხატაური-ბახმაროს დამაკავშირებელ გზაზე ოპერატიულად განხორციელდა ტექნიკის მობილიზაცია და ამ დროისთვის გადაადგილება ნებისმიერი სახის ავტოტრანსპორტით სრულიად თავისუფალია

ჩოხატაური

ჩოხატაური-ბახმაროს დამაკავშირებელ გზაზე ოპერატიულად განხორციელდა ტექნიკის მობილიზაცია და ამ დროისთვის გადაადგილება ნებისმიერი სახის ავტოტრანსპორტით სრულიად თავისუფალია, - ამის შესახებ გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ღურჯუმელიძემ განაცხადა. მისი თქმით, ასევე პრობლემები შეიქმნა კურორტ ბახმაროშიც, სადაც საავტომობილო გზების გაწმენდა უზრუნველყო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიამ.

„ღამის განმავლობაში მოსულმა უხვმა ნალექმა გარკვეული პრობლემები შექმნა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში. ჩოხატაური-ბახმაროს დამაკავშირებელ გზაზე შეიქმნა გადაადგილების პრობლემა და შეიზღუდა საავტომობილო მიმოსვლა. ოპერატიულად განხორციელდა ტექნიკის მობილიზაცია და ამ დროისთვის გადაადგილება ნებისმიერი სახის ავტოტრანსპორტით სრულიად თავისუფალია. ასევე პრობლემები შეიქმნა კურორტ ბახმაროშიც, სადაც საავტომობილო გზების გაწმენდა უზრუნველყო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიამ. ამ დროისთვის 2 ლოკაცია რჩება პრობლემურად და აქ ვაგრძელებთ მუშაობს, რომ მოსახლეობას გადადგილებაში შეფერხება არ შეექმნას. ჩვეულ რეჟიმში მუშაობს კომერციული და სავაჭრო ობიექტები. მოსახლეობას სურსათით მომარაგების და ელექტრომომარაგების კუთხით არანაირი შეზღუდვა არ აქვს“, - განაცხადა გიორგი ღურჯუმელიძემ.