„ხელისგულზე საათის ისრის მიმართულებით 7-ჯერ მოისვით“ - მარტივი რიტუალი ბანკნოტით
1782221880
გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის დელეგატი გია ბენაშვილი საქართველოს პარლამენტში სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოს წევრებს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდა სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი მალხაზ ბეგიაშვილი.
ახალგაზრდები დაესწრნენ პლენარულ სხდომას, დაათვალიერეს პარლამენტის სასახლე და ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმი.
პლენარულ სხდომათა დარბაზში მათ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი შეხვდნენ.
საქართველოს პარლამენტში სტუმრობის დროს ახალგაზრდები გაეცნენ პარლამენტის საქმიანობის ძირითად მიმართულებებსა და კანონშემოქმედებითი პროცესებს, ასევე პარლამენტის წევრებმა მათ მიაწოდეს ინფორმაცია იმ პროგრამებისა და პროექტების შესახებ, რომლებსაც სახელმწიფო ახალგაზრდობის მხარდასაჭერად ახორციელებს.