თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა
1782315620
რუმინეთის პარლამენტის ქვედა პალატამ რუმინეთისა და მოლდოვის გაერთიანების შესახებ კანონპროექტი მიიღო, რომელიც ევროპარლამენტარმა, დიანა შოშოაკემ წარადგინა.
რუმინული მედიის ცნობით, შოშოაკეს საკანონმდებლო ინიციატივა დეპუტატთა პალატაში მიმდინარე წლის თებერვალში შევიდა.
აღსანიშნავია, რომ კანონპროექტმა ე.წ. ჩუმი მიღების პროცედურა გაიარა, რომლის მიხედვითაც, კანონპროექტი ავტომატურად მიღებულად ითვლება, თუ 45 დღის განმავლობაში პლენარულ სხდომაზე არ განიხილეს და არ უარყვეს.
დეპუტატთა პალატის გადაწყვეტილება საბოლოო არ არის. კანონპროექტი ახლა განსახილველად გადაეგზავნება სენატს, რომელიც რუმინეთის პარლამენტის ზედა პალატას წარმოადგენს. სენატი ინიციატივას თუ არ დაამტკიცებს, კანონპროექტი ძალაში ვერ შევა.