ჩადეთ ყინულის კუბიკები სარეცხ მანქანაში: ნაკლებად ცნობილი ხრიკი, თქვენი კომფორტისთვის
1787843580
გარემოს ეროვნული სააგენტო ბაღდათის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად შექმნილ ვითარებაზე ინფორმაციას ავრცელებს.
მათი ცნობით, 27 აგვისტოს მოსულმა უხვმა ნალექმა მეწყრული და ღვარცოფული პროცესების გააქტიურება გამოიწვია, რამაც საცხოვრებელი სახლები, საკარმიდამო ნაკვეთები და ინფრასტრუქტურა დააზიანა. ადგილზე მუშაობენ სააგენტოს გეოლოგები და ჰიდროლოგები, რომლებიც საფრთხის შემცველ უბნებს სწავლობენ და პრევენციულ რეკომენდაციებს გასცემენ.
"27 აგვისტოს მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექებმა, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა დასახლებაში, მეწყრული, ღვარცოფული, წყალმოვარდნითი და ეროზიული პროცესების გააქტიურება და ტერიტორიების დატბორვა გამოიწვია.
სტიქიის შედეგად მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში დაზიანდა საავტომობილო გზები, ხიდები და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული ობიექტი. დაიტბორა მოქალაქეთა საკარმიდამო ნაკვეთები და საცხოვრებელი სახლები.
გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგებით და ჰიდროლოგებით დაკომპლექტებულმა საველე ჯგუფებმა, მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურებთან კოორდინაციით, ადგილზე შექმნილი ვითარება მყისიერად შეაფასეს.
სააგენტოს სპეციალისტებმა ყველა საფრთხის შემცველი უბანი შეისწავლეს, ასევე, განსაზღვრეს მოსალოდნელი რისკები და ადგილზე გასცეს რეკომენდაციები აუცილებელი, გადაუდებელი და პრევენციული ღონისძიებების განსახორციელებლად."- აღნიშნულია ინფორმაციაში.