1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული პროგრამის „განახლებული რეგიონების“ფარგლებში ქალაქ ცაგერში, რუსთაველის ქუჩაზე, ლადო ასათიანის სახელობის სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
სამუშაოებს, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე, პირველ მოადგილესთან გიორგი მაქარაშვილთან, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან, ჭაბუკი ჭაბუკიანთან და მერის მოადგილესთან, რევაზ ახვლედიანთან ერთად პირადად გაეცნო.
პროექტის ფარგლებში ეწყობა საფეხმავლო ბილიკები, გარე განათება, მოსასვენებელი სივრცეები.
”ამ პროგრამით ჩვენს მხარეში მივიღებთ ახალ რეკრეაციულ სივრცეებს, ახალ დასასვენებელ ადგილებს, რაც ხელს შეუწყობს ჩვენს რეგიონში ტურიზმის განვითარებას და კიდევ უფრო მეტად მიმზიდველს გახდის რეგიონს, როგორც ტურისტებისათვის, ისე ადგილობრივი მოსახლეობისათვის,“- განაცხადა პაპუნა მარგველიძემ.
4-წლიანი პროგრამა, რომელიც საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს და მისი მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია, ითვალისწინებს რეგიონების ურბანულ განახლებას, რაც სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტის და კერძო საკუთრებაში არსებული მნიშვნელოვანი ობიექტის განვითარებას გულისხმობს.