1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ცაგერის მთავარ ბიბლიოთეკაში გაიმართა თემატური გამოფენა: „მრავალჟამიერ გუგუნებდეს ხმა,მუმლი მუხასა და ლილეოსი“.
სოფელ ჩხუტელის საჯარო სკოლის ნორჩ ისტორიკოსთა კლუბის მიერ წარმოდგენილი იქნა მოკლე ისტორიული ექსკურსი- თავისუფლება, დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი.
მთავარი ბიბლიოთეკის დირექტორმა ბელა საღინაძემ ნორჩ ისტორიკოსთა კლუბის წევრებს და მათ ხელმძღვანელს ქეთევან კოპალიანს სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
ნაჩვენები იქნა დოკუმენტური ფილმი ექვთიმე თაყაიშვილი.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მარიკა კოპალიანი,ბმერიის განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის ხელმძღვანელი გოგი კვირიკაშვილი.
ცაგერის მუნიციპალიტეტის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის დარბაზში გაეროს პროექტის ,,მოძრავი კინოთეატრი’’ ფარგლებში მერიის განათლების , კულტურის და სპორტის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა საინტერესო კინოჩვენება ,,დამოუკიდებელი საქართველოს 1005 დღე", რომელიც ეძღვნება 1918-1921 წლის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის პერიოდს.
ცაგერის სამხატვრო სკოლაში გაიმართა მოსწავლეთა ნამუშევრების თემატური გამოფენა.
გამოფენა დამთვალიერებელს წარუდგინა სამხატვრო სკოლის დირექტორმა გიორგი დავითულიანმა.
ცაგერის სპორტული კომპლექსის დარბაზში ა(ა)იპ ფრენბურთის კლუბის (დირექტორი გია სილაგაძე) ორგანიზებით გაიმართა მუნიციპალური ტურნირი ფრენბურთში სასკოლო გუნდებს შორის.
ღონისძიებაში მონაწილეობდა ექვი სკოლის ვაჟთა გუნდი.
ადგილები ასე გადანაწილდა :
პირველი ადგილი-ცაგერი.
მეორე ადგილი-ბარდნალა.
მესამე ადგილი-ლასურიაში.
გამარჯვებული და საპრიზო ადგილზე გასული გუნდები დაჯილდოვდნენ შესაბამისი პრიზებითა და დიპლომებით.
ცაგერში ღონისძიებების დასრულების შემდეგ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები და ლეჩხუმის წარმომადგენლები ქალაქ ამბროლაურში, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით და იუსტიციის სამინისტროს ჩართულობით მოწყობილ ღონისძიებას შეუერთდნენ.
ღონისძიებაზე თავიანთი საგამოფენო კუთხით წარდგნენ ლეჩხუმელი მეწარმეები, კონცერტზე კი კულტურის ცენტრთან არსებული მუსიკალური ჯგუფები, ქორეოგრაფიული ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები.
ღონისძიებას სამხარეო ხელმძღვანელებთან ერთად ესწრებოდნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ნემსაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი, მათი მოადგილეები, სხვადასხვა სამსახურების წარმომადგენლები, ახალგაზრდები.