66 000-ზე მეტ პირს დავალიანება გაუნულდება! - ნახეთ, ვის შეეხება ცვლილებები
1740253942
ფოთში, ქალაქის მთავარ მოედანზე, საახალწლო ღონისძიებები ყოველდღე იმართება. მოსულ მაყურებელს შეუძლია დაესწროს კონცერტებს , საბავშვო და გასართობ ღონისძიებებს, მონაწილეობა მიიღოს გამოფენა-გაყიდვებში.
ფოთში საახალწლო დღეები 23 დეკემბრიდან ანსამბლ "ალილოს" და ჯგუფ "გუფი ლენდის" - საკონცერტო პროგრამით გაიხსნა. ღონისძიებები 31 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდება. საახალწლო პროგრამები ყველა თაობის ადამიანისთვის არის გათვლილი.
შობას, 7 იანვარს კი პრემიერ-მინისტრის ინიცირებითა და მთავრობის ორგანიზებით საახალწლო-საშობაო ღონისძიება გაიმართება.