ფოთში რამდენიმედღიანმა ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა

ფოთი

ფოთში რამდენიმედღიანმა ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა. უხვი ნალექის შედეგად დაიტბორა ქალაქის რამდენიმე ქუჩა, ეზოები და საცხოვრებელი სახლების სარდაფები.
ზიანი მიადგა საქალაქო ინფრასტრუქტურის ნაწილსაც.

მერიის ინფორმაციით, შესაბამისი სამსახურები ქალაქის სხვადასხვა უბანში არსებულ ვითარებას ადგილზე ეცნობიან.ასევე აქტიურად მუშაობენ სტიქიით მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად.სამუშაოები შემდგომი დღეების განმავლობაშიც გაგრძელდება."პარალელურად, შექმნილია ჯგუფი რომელიც ახორციელებს სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობის დათვლას და უმოკლეს პერიოდში გაიცემა კომპენსაციები,"- აცხადებენ მერიაში.