პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ფოთში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, 100 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს.
ახალი სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულება ბარათაშვილის ქუჩაზე შენდება.
გარდა შიდა ინფრასტრუქტურისა, კეთილმოეწყობა ეზოც. შენობა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის.
მიმდინარე სამუშაოები ქალაქის მერმა ბექა ვაჭარაძემ, ფოთის მაჟორიტარ დეპუტატთან ირაკლი ხახუბიასთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან, ალექსანდრე ტყებუჩავასთან ერთად დაათვალიერა.
პროექტს ახორციელებს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით. სამუშაოებს კომპანია „პრაიმ ბეტონი“ ასრულებს და მისი ღირებულება შეადგენს 3 884 993 ლარს.
,,ჩვენს პატარებს პროექტის დასრულების შემდეგ თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოში შეეძლებათ სკოლამდელი განათლების მიღება”-აღნიშნა ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ.