იოანე ნათლისმცემლის თავის ქალას უცნობი ისტორია, რომელიც მორწმუნეებმა უნდა იცოდნენ
1788992579
ფოთში , მალთაყვის ტყე-პარკის ტერიტორიაზე, ექსტრემალურ-სპორტული თამაშის, ფეინთბოლის ჩემპიონატი გაიმართა.
ტურნირში 90 ფოთელი ახალგაზრდა ჩაერთო. გამარჯვება მოიპოვა გუნდმა ,,რეინჯერი'' , რომელიც საქართველოს ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას. იმიტირებული საბრძოლო და ტაქტიკური მოქმედებები სახალისო და საინტერესო გამოდგა ღონისძიებაში ჩართული მონაწილეებისათვის.
სპორტული თამაში, ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ფეინთბოლის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით და ფოთის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა.
ქალაქ ფოთის მერის, ბექა ვაჭარაძის განცხადებით, მუნიციპალიტეტი აქტიურად გააგრძელებს ახალგაზრდებზე ორიენტირებული ღონისძიებებისა და პროექტების მხარდაჭერას და ხელს შეუწყობს ნიჭიერი ფოთელების წარმოჩენას.