ვრცელდება მდუმარე ბერის მორიგი წერილი, რომელიც მრევლს კარზე დაუტოვა
1731267110
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ იძულებით გადაადგილებულ პირებს მინიტრაქტორები გადასცა.
სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა დაეხმარება მათ საკუთარი საქმიანობის წამოწყებასა თუ გაფართოებაში.
„ჩვენ მთავარ მიზანს, სახელმწიფოს მიერ საცხოვრებლით უზრუნველყოფილი იძულებით გადაადგილებული ოჯახების ინტეგრაციის ხელშეწყობა და მათთვის შემოსავლის წყაროს გაჩენა წარმოადგენს. არა ერთი წარმატებული მაგალითი გვაქვს, როცა ჩვენი დაფინანსებული დევნილები და ეკომიგრანტები უკვე თავად ხდებიან დამსაქმებლები“, - აღნიშნა ბესარიონ სიმონიშვილმა.
ბოლო ორი წლის განმავლობაში,
სააგენტომ საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში, ჯამში, 1000-ზე მეტი დევნილი და ეკომიგრანტი უკვე დააფინანსა და ეს პროცესი მომავალში კიდევ უფრო აქტიურად გაგრძელდება.