1753474429
დავით ვერავა ხობის ცენტრალურ პარკში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო

ქალაქ ხობში ცენტრალური პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, ხობის მუნიციპალიტეტის მერთან, დავით ბუკიასთან ერთად გაეცნო. ინფრასტრუქტურული პროექტის ღირებულება 2,8 მილიონი ლარია.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში მოეწყობა საბავშვო ატრაქციონები, ველობილიკი, სპორტული მოედანი, ღია სავარჯიშო ტრენაჟორები, დეკორატიული სკამები, განათების სისტემა, დეკორატიული ღობე, სანიაღვრე სისტემა, მდინარის სანაპიროზე ჩასასვლელი კიბეები, მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები და ფილები.
მიმდინარე პროექტის სამუშაოზე 30 ადგილობრივია დასაქმებული.
აღნიშნული პროექტი წინა კონტრაქტორის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო შეჩერებული იყო და სამუშაოები რამდენიმე დღის წინ ხელახალ ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მიერ განახლდა