1747854625
დავით სონღულაშვილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში შპს "სმარტ ფიდის" კომბინირებული საკვების საწარმოში იმყოფებოდა

დავით სონღულაშვილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში შპს "სმარტ ფიდის" კომბინირებული საკვების საწარმოში იმყოფებოდა. მინისტრი სამუშაო პროცესს გაეცნო. დღესვე, დაგეგმილია ვაშლის ბაღების დათვალიერება სოფელ სართიჭალაში და შეხვედრები ფერმერებთან კახეთში.
"ძალიან მნიშვნელოვანი არის ადგილზე გავეცნოთ ყველა იმ პროექტს, რომელიც განხორციელდა ჩვენი რეგიონული განვითარების სააგენტოს დაფინანსების მიერ, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროექტები, ადგილზე ვნახოთ ყველა ის როგორც მეწარმე, ასევე ფერმერები, რომელსაც აქვთ მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან, რადგან ვნახოთ რამდენად წარმატებულები არიან, როგორ შეიძლება კიდევ უფრო მეტად განავითარონ თავისი პროექტები“, - აცხადებს კომპანია "CADEL BUSINESS-ის" დამფუძნებელი და დირექტორი სოსო ოქრუაშვილი.