დატბორილი სახლები, დაზიანებული გზები და განადგურებული მეურნეობა - რა ვითარებაა ბაღდათში

რა ვითარებაა ბაღდათში

უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა, ბაღდათის მუნიციპალიტეტში. დაიტბორა სახლები, ეზოები და სახნავ-სათესი სავარგულები. ძლიერმა წვიმამ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საავტომობილო გზების დაზიანება გამოიწვია, როგორც ქალაქ ბაღდათში, ასევე სოფლებში.

საგანგებო რეჟიმში მუშაობს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურები, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები გზებზე.

ძლიერი წვიმის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეების დასახმარებლად ბაღდათის მერიაში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი. ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი, მერის მოადგილეები საკრებულოს თავმჯდომარე, ტერიტორიულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები უხვი ნალექის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობის მდგომარეობას ეცნობიან და შესაბამის დახმარებას უწევენ. დაწყებულია ზარალის დათვლა და ძლიერი წვიმის შედეგად მიყენებულ ზიანს შესაბამისი კომისია შეისწავლის.

„ჩვენ მუნიციპალიტეტი და ადგილობრივი თვითმმართველობა უწყვეტ, საგანგებო რეჟიმში ვმუშაობთ. ადგილზე ვეცნობით არსებულ ვითარებას. მობილიზებულია ტექნიკა, გზები იწმინდება და გახსნილია. მიმდინარეობს ზარალის შესწავლა“, - განაცხადა ბაღდათის მერმა, ნოდარ გიორგიძემ.