იანვრიდან პენსია დაგეგმილზე მეტად გაიზრდება - ნახეთ, ვინ რამდენს მიიღებს?
1735329431
ჩოხატაურის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში საახალწლო ღონისძიება გაიმართა, რომელსაც გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი დავით შარაშიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კუჭავა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ხელოვნების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყო საშობაო ბაზრობა და საბავშვო გასართობი სივრცეები, გაიმართა ადგილობრივ მეწარმეთა პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა.
საღამოს საზეიმოდ აინთო მთავარი ნაძვის ხე, გაიმართა ადგილობრივი შემსრულებლებისა და დედაქალაქიდან მოწვეული მომღერლების კონცერტი.
ღონისძიება გრანდიოზული ფეიერვერკით დასრულდა.